---
title: "მუხლი 62. ინვესტორი ფონდის ვალდებულებები — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/62"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "62"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. ინვესტორი ფონდის ვალდებულებები — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/62

1. ინვესტორი ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია განახორციელოს ინვესტიციის მიმღები ფონდის საქმიანობის ეფექტიანი კონტროლი ინვესტიციის მიმღები ფონდისგან, მისი აქტივების მმართველი კომპანიისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აუდიტორისგან მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ ინფორმაციის ან დოკუმენტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.

2. ინვესტორი ფონდის, მისი აქტივების მმართველი კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მათი სახელით მოქმედი ნებისმიერი სხვა პირის მიერ ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი საკომისიო ან სხვა ფულადი სარგებელი უნდა მიეკუთვნოს ინვესტორი ფონდის აქტივებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/63.md
