---
title: "მუხლი 63. ინვესტიციის მიმღები ფონდის ვალდებულებები — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/63"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "63"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. ინვესტიციის მიმღები ფონდის ვალდებულებები — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/63

1. ინვესტიციის მიმღები ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საზედამხედველო ორგანოს თითოეული იმ ინვესტორი ფონდის შესახებ, რომელიც მის ერთეულებში ინვესტიციას ახორციელებს.

2. დაუშვებელია ინვესტორი ფონდისთვის ნებისმიერი სახის საკომისიოს გადახდის დაკისრება ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში ინვესტიციის განხორციელებისთვის ან ერთეულების გამოსყიდვისთვის.

3. ინვესტიციის მიმღები ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ინვესტორი ფონდისთვის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიისთვის, აგრეთვე ინვესტორი ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, აუდიტორისა და საზედამხედველო ორგანოსთვის შესაბამისი კანონმდებლობითა და სადამფუძნებლო დოკუმენტით მოთხოვნილი ინფორმაცია დროულად გახადოს ხელმისაწვდომი.
თავი X
შეთავაზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/64.md
