---
title: "მუხლი 64. ერთეულების შეთავაზება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/64"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "64"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. ერთეულების შეთავაზება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/64

1. აქტივების მმართველი კომპანია ან/და საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ერთეულების შეთავაზების მიზნით ინვესტორებთან განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაცია ნათლად იქნეს იდენტიფიცირებული, როგორც შეთავაზებისთვის განკუთვნილი, და თანაბარმნიშვნელოვნად აღწერდეს ერთეულების შეძენასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს. ამგვარი კომუნიკაცია უნდა იყოს სწორი, გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. შეთავაზების ფარგლებში განხორციელებული კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს საინვესტიციო ფონდის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროსპექტში ან ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციაში ასახულ ინფორმაციას და არ უნდა აკნინებდეს მის მნიშვნელობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია უნდა მიუთითებდეს, რომ არსებობის შემთხვევაში ხელმისაწვდომია პროსპექტი და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია. ამასთანავე, კომუნიკაციაში აღნიშნული უნდა იყოს, თუ სად, როგორ ან რა ენაზეა შესაძლებელი ინვესტორებისთვის ამ დოკუმენტების მოპოვება ან გაცნობა.

3. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომუნიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე.
თავი XI
ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/65.md
