---
title: "მუხლი 69. საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების ვალდებულება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/69"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "69"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების ვალდებულება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 69 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/69

ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებულმა/აღიარებულმა საინვესტიციო კომპანიამ ან ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის (ერთეულების) ყოველი გამოშვებისას, განთავსებისას ან გამოსყიდვისას უნდა გამოაქვეყნოს მისი (მათი) გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასები. ღია საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე ყოველ 2 კვირაში ერთხელ. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ეს პერიოდულობა 1 თვემდე გაზარდოს, თუ ამით არ დაზარალდება ერთეულის მფლობელთა ინტერესები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/70.md
