---
title: "მუხლი 74. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/74"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "74"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 74 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/74

1. ლიკვიდაცია დაიწყება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის/რეგისტრაციის გაუქმებისთანავე და დასრულდება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიკვიდაციის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

2. ღია ან ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია დასრულდება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. დახურული საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია დასრულდება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 12 თვის ვადაში.

3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ლიკვიდატორის მოთხოვნის საფუძველზე ლიკვიდაციისთვის დადგენილი ვადა გააგრძელოს ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადისა, თუ ეს აუცილებელია ლიკვიდაციის პროცესის დასასრულებლად და ერთეულის მფლობელების ინტერესების დასაცავად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/75.md
