---
title: "მუხლი 75. ლიკვიდაციის პროცესის წარმოება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/75"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "75"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. ლიკვიდაციის პროცესის წარმოება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 75 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/75

1. დაუშვებელია საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ერთეულების განთავსება ან გამოსყიდვა. იგივე წესი მოქმედებს საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისთვის ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას ერთეულების გამოსყიდვა ხდება მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის გეგმისა და სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისთვის, აქტივების განკარგვისა და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ლიკვიდატორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია გაითვალისწინოს საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების ინტერესები.

3. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტების დებულებები, ამ თავის თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/76.md
