---
title: "მუხლი 77. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და ლიკვიდაციის შესახებ ანგარიშის წარდგენა — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/77"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "77"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და ლიკვიდაციის შესახებ ანგარიშის წარდგენა — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 77 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/77

1. ლიკვიდატორი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო ანგარიში და საკუთარი ქმედებების შესახებ ანგარიში საინვესტიციო ფონდის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებიდან ან/და ყველა აქტივის გასხვისებიდან 1 თვის ვადაში.

2. საზედამხედველო ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის მიღების შემდეგ გამოსცემს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საზედამხედველო ორგანო საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.
თავი XIV
საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირება და ზედამხედველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/78.md
