---
title: "მუხლი 81. საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/81"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "81"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 81. საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 81 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/81

საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას:
ა) აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს წარუდგინა თხოვნა ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ;
ბ) აქტივების მმართველმა კომპანიამ ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა საზედამხედველო ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე;
გ) აქტივების მმართველი კომპანია აღარ აკმაყოფილებს ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს;
დ) აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები);
ე) ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების მოპოვებიდან 12 თვის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანია არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით;
ვ) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ზ) აქტივების მმართველი კომპანია გადახდისუუნარო გახდა;
თ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/82.md
