---
title: "მუხლი 83. ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/83"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "83"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 83 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/83

1. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციას ახორციელებს საზედამხედველო ორგანო.

2. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი შეადგენს 5 000 (ხუთი ათას) ლარს.

3. ავტორიზაციის მოსაკრებელი გადაიხდევინება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის მიხედვით.

5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

6. ავტორიზაციის მოსაკრებელი სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდევინებული ავტორიზაციის მოსაკრებელი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
თავი XVI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/82-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/84.md
