---
title: "მუხლი 84. არსებული საინვესტიციო ფონდების რეგულირება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/84"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "84"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84. არსებული საინვესტიციო ფონდების რეგულირება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 84 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/84

პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას, ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში მიმართონ საზედამხედველო ორგანოს თავიანთი საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვის შემდეგ პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა განახორციელოს საზედამხედველო ორგანოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/85.md
