---
title: "მუხლი 9. საინვესტიციო ფონდის დაფუძნება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/9"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "9"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საინვესტიციო ფონდის დაფუძნება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/9

1. ავტორიზებული ან რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ამ კანონის შესაბამისად დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის სადამფუძნებლო დოკუმენტს ამტკიცებს აქტივების მმართველი კომპანია. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი საინვესტიციო ფონდის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის მომენტიდან.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საწარმოს საინვესტიციო კომპანიად ავტორიზებისთვის ან რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამ საწარმოს ხმის უფლების მქონე ყველა აქციონერის/პარტნიორის გადაწყვეტილება, თუ საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინვესტიციო კომპანია საინვესტიციო ფონდის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის მომენტიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/10.md
