---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2"
law: "ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4928896"
adopted: "2020-07-17"
consolidated_as_of: "2023-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა;
ბ) უზრუნველყოს ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა;
გ) მოაწესრიგოს ერუშეთის ეროვნული პარკისა და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა სამყაროს და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების გენოფონდის დაცვა და აღდგენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისათვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მექანიზმების ჩამოყალიბება;
დ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება;
ე) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი, ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგი;
ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი, ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნებისა და ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისაგან დაცვა;
ზ) ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (დამხმარე ზონაში) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
