---
title: "მუხლი 3. ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები — ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3"
law: "ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4928896"
adopted: "2020-07-17"
consolidated_as_of: "2023-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები — ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3

1. ერუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიებია:
ა) ერუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების ნაწილია და იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, დიდი გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისათვის, რეკრეაციისათვის, ტურისტული საქმიანობისათვის, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, ეკოდერეფნების განვითარებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისათვის;
ბ) ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა), რომელიც იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით, ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარებისათვის დაბალანსებული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად.

2. ამ კანონით დადგენილი კატეგორიების დაცული ტერიტორიების ზონები და აღნიშნულ ზონებში დაშვებული საქმიანობები განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
