---
title: "მუხლი 5. ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მდებარეობა და დასახლებული პუნქტების (სოფლების) ჩამონათვალი — ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5"
law: "ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4928896"
adopted: "2020-07-17"
consolidated_as_of: "2023-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მდებარეობა და დასახლებული პუნქტების (სოფლების) ჩამონათვალი — ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5

ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე და მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს (სოფლებს): აბათხევი, მინაძე, მუსხი, პატარა პამაჯი, საძელი, ურაველი, წყალთბილა, ხეოთი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6.md
