---
title: "მუხლი 8. ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/8"
law: "ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4928896"
adopted: "2020-07-17"
consolidated_as_of: "2023-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/8

ეს კანონი არ ვრცელდება ერუშეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილ საზღვრებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, ჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე);
ბ) სასარგებლო წიაღისეულის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4928896-erushetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/9.md
