---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4952272"
adopted: "2020-09-16"
consolidated_as_of: "2020-09-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-09-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
