---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4952283"
adopted: "2020-09-16"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
