---
title: "მუხლი 5. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5"
law: "არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4952283"
adopted: "2020-09-16"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5

1. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად.

2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა, ტურიზმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6.md
