---
title: "მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნებია — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4960700-acharis-avtonomiur-respublikashi-ganatlebis-khelshewqobis-shesakheb/3"
law: "აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4960700"
adopted: "2020-08-08"
consolidated_as_of: "2025-02-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნებია — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-02-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4960700-acharis-avtonomiur-respublikashi-ganatlebis-khelshewqobis-shesakheb/3

1.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  განათლების სფეროში უზრუნველყოს:
ა) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა;
გ) სახელოვნებო და არაფორმალური  განათლების ხელშეწყობა;
დ) სკოლისგარეშე სასპორტო განათლების მხარდაჭერა;
ე) ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა;
ვ) განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2. განათლების სფეროში  საქართველოს ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გატარებისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4960700-acharis-avtonomiur-respublikashi-ganatlebis-khelshewqobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4960700-acharis-avtonomiur-respublikashi-ganatlebis-khelshewqobis-shesakheb/4.md
