---
title: "მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4960700-acharis-avtonomiur-respublikashi-ganatlebis-khelshewqobis-shesakheb/5"
law: "აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4960700"
adopted: "2020-08-08"
consolidated_as_of: "2025-02-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-02-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4960700-acharis-avtonomiur-respublikashi-ganatlebis-khelshewqobis-shesakheb/5

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო):
ა) განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, განათლების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახორციელებს შესაბამის პროგრამებს;
ბ) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
გ) ახორციელებს: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, სახელოვნებო და არაფორმალური  განათლების, სკოლისგარეშე სასპორტო განათლების, ინკლუზიური განათლების, განათლების ხელმისაწვდომობის  გაზრდის ხელშეწყობის პროგრამებს;
დ) გასცემს გრანტს;
ე) აფუძნებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შესაბამის სფეროში;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ პირებს;
ზ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისცეს წერილობითი გაფრთხილება;
თ) სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება, თუ დაწესებულება ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
კ) უფლებამოსილია:
კ.ა) საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;
კ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
ლ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს კანონმდებლობით,
„
ზოგადი განათლების შესახებ
“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
მ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კოორდინაციით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №27-რს - ვებგვერდი, 26.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4960700-acharis-avtonomiur-respublikashi-ganatlebis-khelshewqobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4960700-acharis-avtonomiur-respublikashi-ganatlebis-khelshewqobis-shesakheb/6.md
