---
title: "მუხლი 15. მომსახურების საფასურის დარიცხვა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/15"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "15"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15. მომსახურების საფასურის დარიცხვა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/15

1. მომხმარებლისთვის მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება თითოეულ დარიცხვის პერიოდზე, გაწეული მომსახურების შესაბამისად.

2. მრიცხველის ყოველთვიურად წაკითხვასა და აღრიცხვის მონაცემების, სისტემის ოპერატორების მომსახურების საფასურის შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე, ამ წესების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, “ე“, „ვ.ბ“-„ვ.გ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ –  „ჟ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიმწოდებლისათვის გადაცემაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი.
2​ 1 . იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა ჯგუფი ფლობს/სარგებლობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიმწოდებელს აღრიცხვის მონაცემებთან ერთად მიაწოდოს:
ა) ამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი დარიცხვის პერიოდში გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა და შესაბამის მომხმარებელზე განაწილებული მოცულობა;
ბ) ინფორმაცია ჯგუფის შესაბამის წევრზე ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის განაწილების პირობებზე;
გ) ინფორმაცია, თუ რომელი ანგარიშსწორების მექანიზმით (ნეტო აღრიცხვა ან ნეტო დარიცხვა) სარგებლობს ჯგუფის წევრი.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მრიცხველის წაკითხვა პირველი დარიცხვის პერიოდის პირველ დღეს (მიწოდების დაწყების დღეს)  და საბოლოო დარიცხვის პერიოდის ბოლო დღეს, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისა და ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლის მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს თითოეული კატეგორიის მომხმარებლის მიერ შესაბამის დასახლებაში გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო მოცულობის შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და დამატებითი საფასურის გარეშე მიმწოდებლისთვის ყოველთვიურად გადაცემას. ამ პუნქტის მიზნებისთვის, დასახლება გულისხმობს სოფელს, დაბას ან ქალაქს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონს. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოამზადოს ერთი და იმავე კატეგორიის იმ მომხმარებლების საშუალო მოხმარების მიხედვით, რომელთაც ელექტროენერგია მიეწოდებათ ერთი და იმავე ფიდერის მეშვეობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/16.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
