---
title: "მუხლი 19. ქვითრის შესწორება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/19"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "19"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 19. ქვითრის შესწორება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/19

1. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით ან/და მომხმარებლის მოთხოვნით, შეიტანოს შესწორება ქვითარში, თუ მასში არასწორად არის მითითებული ამ წესების მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. ქვითრის შესწორება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მიერ შეცდომის აღმოჩენიდან ან/და მომხმარებლის მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ქვითარში მომსახურების საფასურის არასწორად მითითების გამო ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა თავის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით, ან მისი დაბრუნება საბანკო ანგარიშზე. მიმწოდებელი ვალდებულია, ზედმეტად გადახდილი თანხა ასახოს შესწორებულ ქვითარში ან უზრუნველყოს თანხის დაბრუნება მომხმარებლის მოთხოვნიდან ათი დღის ვადაში.

4. თუ ქვითრის შესწორების შედეგად მომხმარებლის მიერ გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა გაიზარდა, შესწორებულ საფასურსა და გადახდილ მომსახურების საფასურს შორის სხვაობის გადახდის ვადა აითვლება შესწორებული ქვითრის მომზადების დღიდან, ამ წესების მე-18 მუხლის მე-2 და მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად.

5. შესწორებულ ქვითარზე ვრცელდება ამ წესების მე-17 მუხლის მოთხოვნები.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/20.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
