---
title: "მუხლი 20. მსხვილი მომხმარებელი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/20"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "20"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 20. მსხვილი მომხმარებელი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/20

1. მსხვილი მომხმარებლის სამართლებრივი სტატუსი და კრიტერიუმები განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით.

2. მსხვილი მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) მიწოდების ხელშეკრულება დადოს ერთზე მეტ მიმწოდებელთან, მათ შორის, ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების/ობიექტისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ელექტრონერგია შეისყიდოს როგორც საცალო, ისე ორგანიზებულ ბაზრებზე, კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

3. თუ მსხვილი მომხმარებელი მიწოდების ხელშეკრულებას დებს ერთზე მეტ მიმწოდებელთან ერთი და იმავე მიწოდების წერტილის მეშვეობით მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ამ მიწოდების წერტილში აღრიცხული ელექტროენერგიის განაწილების წესი განისაზღვრება მსხვილ მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებლებს შორის შეთანხმებით.

4. მსხვილი მომხმარებელი უფლებამოსილია, თავისუფალ მიმწოდებელთან დადოს მიწოდების წყვეტადი ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრება დღეების რაოდენობა ან/და დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, არ მიაწოდოს ელექტროენერგია მსხვილ მომხმარებელს ან/და შეუზღუდოს მას მისაწოდებელი სიმძლავრე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/21.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
