---
title: "მუხლი 23. პირგასამტეხლო — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/23"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "23"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 23. პირგასამტეხლო — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/23

1. მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მიწოდების ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პირგასამტეხლო.

2. დაუშვებელია პირგასამტეხლოს დაკისრება:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის;
ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ან ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მომხმარებლისთვის.

3. პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს მისაღწევი მიზნის პროპორციულად. მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმები პირგასამტეხლოს შესახებ მომხმარებელს არ უნდა აკისრებდეს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებაზე უფრო მძიმე ვალდებულებას.

4. ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტისათვის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს დააკისროს პირგასამტეხლო, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულებით.

5. მიმწოდებლის მიერ მცირე საწარმოსთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუშვებელია, თუ მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება  მცირე საწარმოს მიერ წარდგენილ იქნა მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომხმარებელს პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო საანგარიშო პერიოდში.  მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების გამოუყენებლობა ჩაითვლება ამ უფლებაზე უარად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №73  - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/24.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
