---
title: "მუხლი 25. მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/25"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "25"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 25. მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/25

1. მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს მონაცემთა ბაზა იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებთანაც მას დადებული აქვს მიწოდების ხელშეკრულება და რომლებიც:
ა) რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) (ამოღებულია - 25.11.20 21 №52);
გ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებენ საარსებო შემწეობას, რეინტეგრაციის შემწეობას ან სოციალურ პაკეტს;
დ) სარგებლობენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლები, აგრეთვე მომხმარებელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პენსიონერს, პასუხისმგებელი არიან მიმწოდებლისთვის ინფორმაციის წარდგენასა და, შესაბამის შემთხვევებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიწოდებაზე.

3. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, მომხმარებელს ყოველწლიურად მოსთხოვოს  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და, შესაბამის შემთხვევაში, დოკუმენტის წარდგენა.

4. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ  ამ წესებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, მიიღოს გონივრული ზომები:
ა) ამ წესების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინებით აღჭურვის უზრუნველსაყოფად;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებისთვის ადაპტირებული ქვითრისა და სხვა საინფორმაციო მასალების (აუდიომასალა, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინფორმაცია, სურდოთარგმანი, სუბტიტრი) მომზადების მიზნით.

5. დაუშვებელია იმ მომხმარებლისთვის, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს პენსიონერს, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით დეპოზიტის წარდგენის ვალდებულების დაკისრება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/26.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
