---
title: "მუხლი 27. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/27"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "27"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 27. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/27

1. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიღებაზე უფლებამოსილი მომხმარებლების კრიტერიუმები და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიღების ვადა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით.

2. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურება განახორციელოს ამ წესების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 პუნქტის, აგრეთვე, 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად.

3. თუ მომხმარებელსა და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება შეწყდება მიმწოდებლის შეცვლის გამო, ამ წესების V თავის შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილია ერთჯერადად შეცვალოს თავისუფალი მიმწოდებელი საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მომდევნო 2 კალენდარული წლის განმავლობაში და იმავე თვეში, რომელშიც თავდაპირველად აირჩია თავისუფალი მიმწოდებელი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე დადგა ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევა, მომხმარებელი ვალდებულია საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის არჩევამდე ამოწუროს ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებით სარგებლობის ვადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 29.04.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 03.04.2024 წ.
თავი III.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
უნივერსალური მომსახურების მიწოდების წესები

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/28.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
