---
title: "მუხლი 29. უნივერსალური მომსახურების მიწოდების  ხელშეკრულების დადება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/29"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "29"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 29. უნივერსალური მომსახურების მიწოდების  ხელშეკრულების დადება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/29

1. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება იდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადით. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების დადება ამ პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მცირე  ვადით.

1¹. თუ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება დადებულია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადით და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრა იმავე მიმწოდებელს, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება ჩაითვლება გაგრძელებულად შესაბამისი ვადით.

2. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამ წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად, შეიმუშავებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და ამტკიცებს კომისია. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/30.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
