---
title: "მუხლი 31. ნეტო აღრიცხვის სქემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/31"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "31"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 31. ნეტო აღრიცხვის სქემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/31

1. ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელთან/მომხმარებელთა ჯგუფთან, რომელიც გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში პიკური დატვირთვის 20 პროცენტის ათვისებამდე, გაქვითოს ან/და საბოლოო ანგარიშსწორებისას შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია.

2. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის დადებულია მიწოდების ხელშეკრულება, გამოიყენება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:
ა) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა აღემატება იმავე დარიცხვის პერიოდში მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობას, კილოვატსაათების შესაბამისი სხვაობა აისახება მომდევნო თვის ქვითარში, დადებითი ბალანსის სახით;
ბ)  თუ მომხმარებლის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და მიწოდების მისამართი/მისამართები მდებარეობს სხვადასხვა ადგილზე, ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადებითი ბალანსი ქვითარში აისახება მომხმარებლის მიერ მითითებულ მიწოდების მისამართზე/მისამართებზე, მის მიერ მოთხოვნილი პროპორციით, ხოლო ასეთი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად;
გ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული ელექტროენერგიის მოცულობა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობაზე, სხვაობის სახით მიღებული კილოვატსაათები ჩაითვლება მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად შესყიდულ ელექტროენერგიად;
დ) საანგარიშო წლის ბოლოს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლისათვის ქვითრის მიწოდებას, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, საანგარიშო წლად ჩაითვლება  1 მაისიდან მომდევნო წლის 1 მაისამდე დროის მონაკვეთი. საანგარიშო წლის აპრილის ქვითრით გათვალისწინებულ, დადებითი ბალანსის სახით ასახული ელექტროენერგიის მოცულობას სრულად შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი შემდეგი წესით:
დ.ა) დადებითი ბალანსის სახით ასახული ელექტროენერგიის შესაბამის თანხას ასახავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის ანგარიშზე და გაითვალისწინებს შემდგომი ანგარიშსწორებისას; ან
დ.ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში, შესაბამის თანხას გადარიცხავს მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

2¹. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მომხმარებლის მიერ ახალი მიწოდების მისამართის დამატების შემთხვევაში, ამ მისამართზე ქვითარში დადებითი ბალანსის სახით აისახება მხოლოდ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე და მომდევნო დარიცხვის პერიოდებში გამომუშავებული ელექტროენერგია.

3. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ფასია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი.

4. მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფლობის/ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე თითოეულ მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორება ინდივიდუალურად, ამ მუხლით დადგენილი წესით;
ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის დადებითი ბალანსის სახით ასახვისას და საბოლოო ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელთა ჯგუფის წევრებს შორის არსებული შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე ყველა მომხმარებელი მიწოდების მომსახურებას იღებს ერთსა და იმავე მიმწოდებლისგან – შესაბამისი მოცულობები თანაბრად გაანაწილოს ჯგუფის ყველა წევრზე;
გ) ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ მომსახურების საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში – ამ წესების შესაბამისად, მოითხოვოს მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლისთვის;
დ) ანგარიშსწორების მიზნით, მიაწოდოს მოთხოვნილი აუცილებელი ინფორმაცია სხვა მიმწოდებელს, რომელიც მიწოდების მომსახურებას უწევს ამავე ჯგუფის წევრს/წევრებს.

5. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი შეისყიდის თავისუფალი მიმწოდებლის მომხმარებლის მფლობელობაში სარგებლობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფასით, ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის ბოლოს (აპრილის თვის ქვითრის საფუძველზე), შემდეგი წესით:
ა) თუ მომხმარებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და შესყიდვას, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი სრულად შეისყიდის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებულ ელექტროენერგიას;
ბ) თუ მომხმარებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვას, მაგრამ არ ითვალისწინებს შესყიდვას, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი შეისყიდის მხოლოდ ჭარბ (ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებულ) ელექტროენერგიას.

5¹. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის  შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული ელექტროენერგია გაითვალისწინება შესაბამისი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლებისგან ჯამურად შესყიდული ჭარბი ელექტროენერგიის რაოდენობაში.
5​ 2 . გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლისგან გამანაწილებელ ქსელში მიღებული და მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის შესაბამისად შესყიდული ელექტროენერგიის საფასური აუნაზღაუროს მიმწოდებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ფასით. ამ მოქმედებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ანაზღაურებს იმ ჭარბი ელექტროენერგიის ღირებულებას, რომელიც მან გასულ საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან მიიღო და შეიმცირა დანაკარგი.

6. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადა ან მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება/მოქმედება წყდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საანგარიშო წლის გასვლამდე, შესაბამისი მიმწოდებელი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია შეისყიდოს ავტორიზაციის ვადის/მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის/შეწყვეტის დღის მდგომარეობით და მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორება უზრუნველყოს ამ წესების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, გარდა ამ წესების 29-ე მუხლის 1​​ 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან, თავისუფლდება  ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №62 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 03.04.2024 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 04.02.2025 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.
თავი IV . ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესები

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/32.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
