---
title: "მუხლი 32. ბოლო ალტერნატივის მიწოდების პირობები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/32"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "32"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 32. ბოლო ალტერნატივის მიწოდების პირობები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/32

1. თუ მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის, მათ შორის, ამ წესებით დადგენილი პირობების დარღვევით მიწოდების შეწყვეტის გამო მომხმარებელმა დაკარგა ელექტროენერგიის მიღების საშუალება, ამ მომხმარებლისთვის მიწოდებას, სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე, უზრუნველყოფს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.

2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი :
ა) ახორციელებს ბოლო ალტერნატივის მიწოდებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლებისთვის კანონის საფუძველზე, ამ წესების II თავის მოთხოვნების დაცვითა და ამ თავის დებულებების გათვალისწინებით;
ბ) ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას:
ბ.ა) ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესებისა და პირობების შესახებ;
ბ.ბ) არსებული თავისუფალი მიმწოდებლებისა და მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის თაობაზე.

3. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

4. თუ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი იმავდროულად არის თავისუფალი მიმწოდებელი, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს არ გააჩნდეთ წვდომა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლების მონაცემებზე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/33.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
