---
title: "მუხლი 33. ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/33"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "33"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 33. ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/33

1. მიმწოდებელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მიწოდებას ამ წესების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, მომხმარებელს, კომისიას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორებს აცნობოს მიწოდების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე მაინც, ან, თუ მას არ შეეძლო, წინასწარ სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს მომდევნო დღისა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებას ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომასა და შესაბამის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, კომისია ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურების დაწყების თარიღის შესახებ.

4. სისტემის ოპერატორმა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ მომხმარებელთა შესახებ, რომლებიც უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებით, მათ შორის, ინფორმაცია მათი მიწოდების მისამართების, აბონენტის ნომრებისა და საკონტაქტო მონაცემების თაობაზე.

5. ბოლო ალტერნატივის მიწოდება იწყება მიმწოდებლის მიერ ამ წესების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის მომენტიდან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/34.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
