---
title: "მუხლი 35. მრიცხველის წაკითხვა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/35"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "35"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 35. მრიცხველის წაკითხვა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/35

1. მიმწოდებელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მიწოდებას ამ წესების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებული ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდება უზრუნველყოს მიწოდების შეწყვეტიდან 6 კვირის ვადაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ამ წესების 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც სისტემის ოპერატორი ვერ უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მიმწოდებლის მიერ ქვითრის მომზადების მიზნით, სისტემის ოპერატორი აცნობებს მომხმარებელს, რომ იგი უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორს ელექტრონულად გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების დღის მდგომარეობით, ხოლო თუ მიმწოდებლის მიერ ამ წესების 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ცნობილი გახდა მოგვიანებით – სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინების დღის მდგომარეობით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას. კომისია უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩვენების აღებას და მოსთხოვოს მას მრიცხველის ადგილზე წაკითხვა.

2¹. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მრიცხველის ჩვენების გაგზავნის დღე ან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვის დღე არ ემთხვევა კომისიის მიერ დამტკიცებული გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, სისტემის ოპერატორისთვის განსაზღვრულ მრიცხველების წაკითხვის პერიოდს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მრიცხველის მომდევნო წაკითხვა უზრუნველყოს  გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ პერიოდში. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია მომხმარებლისათვის ქვითრის მიწოდება ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის (პერიოდულობის) დაუცველად.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების თარიღის თაობაზე მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის შეწყვეტისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომის შესახებ.

4. თუ მომხმარებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მრიცხველის წაკითხვა დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში, ხოლო მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა განსაზღვროს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა, შესაბამისად, მიწოდება ან ბოლო ალტერნატივის მიწოდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/36.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
