---
title: "მუხლი 39. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/39"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "39"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 39. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/39

1. მომხმარებელი, რომელსაც სურს მიმწოდებლის შეცვლა, ამ წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით მიწოდების ხელშეკრულებაზე მიერთებისას, ახალ მიმწოდებელს  წარუდგენს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადს. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ფორმას ამტკიცებს კომისია.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი ახალ მიმწოდებელს წარუდგინოს მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ა 1 ) სისტემის ოპერატორის დასახელებას, რომლის გამანაწილებელ ქსელზეც მიერთებულია მომხმარებელი;
ბ) აბონენტის ნომერს;
გ) მიწოდების მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – დამატებითი საკონტაქტო პირის მონაცემებს;
დ) მიმწოდებლის შეცვლის/ახალი მიმწოდებლის  მიერ მიწოდების დაწყების სასურველ თარიღს;
ე) თანხმობას, რომ  არსებულ მიმწოდებელთან და სისტემის ოპერატორთან მომხმარებლის სახელით ურთიერთობა აწარმოოს ახალმა მიმწოდებელმა.

4. (ამოღებულია - 24.02.2022, №3).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/40.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
