---
title: "მუხლი 4. მიწოდების ზოგადი პირობები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/4"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "4"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4. მიწოდების ზოგადი პირობები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/4

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შესთავაზოს მიწოდება და დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების ხარისხის წესების მოთხოვნათა დაცვით.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია, შეარჩიოს მიმწოდებელი, დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება მისთვის მისაღები პირობებით და მიიღოს მიწოდების მომსახურება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

4. მომხმარებელს უფლება აქვს, ამ წესებით დადგენილი პირობებით, შეცვალოს მიმწოდებელი. დაუშვებელია, მიმწოდებელმა ან სხვა პირმა ხელი შეუშალოს მომხმარებელს მიმწოდებლის შეცვლის უფლების განხორციელებისას.

5. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები.

6. ამ წესებით დადგენილი პირობები წარმოადგენს მიწოდების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაუშვებელია მომხმარებლისათვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ წესებით.

7. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის დავალდებულება, გადაიხადოს მომსახურების საფასურის გარდა რაიმე სხვა სახის საფასური ან გადასახდელი, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი მოთხოვნის წაყენება, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან ან/და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან, მათ შორის, შესაბამისი წერილობითი თანხმობის გარეშე, ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/5.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
