---
title: "მუხლი 41. მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/41"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "41"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 41. მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/41

1. სისტემის ოპერატორის მიერ მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლებია:
ა) თუ სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ მომხმარებელმა ერთსა და იმავე დღეს მიმართა ერთზე მეტ მიმწოდებელს, ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე/ობიექტზე  მიმწოდებლის შეცვლის განაცხადებით;
ბ) მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის შეუსაბამობა ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი არ გამოიყენება მსხვილი მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილება არ იწვევს ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობას.

3. არსებული მიმწოდებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველია მომხმარებლის მიერ დარიცხვის ერთზე მეტ პერიოდზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობა.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/42.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
