---
title: "მუხლი 42. მხარეთა ვალდებულებები მიმწოდებლის შეცვლისას — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/42"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "42"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 42. მხარეთა ვალდებულებები მიმწოდებლის შეცვლისას — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/42

1. არსებული მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესებით დადგენილი პირობებით, უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მიწოდება ახალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყებამდე, იმგვარად, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს მომხმარებლისთვის მიწოდების წყვეტა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მომხმარებელს მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა არსებული მიმწოდებლის მოთხოვნით ან თუ მომხმარებელი არ იხდის მომსახურების საფასურს ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. თუ მომხმარებელი ამ წესებით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის არსებული მიმწოდებლის მიერ საბოლოო დარიცხვის პერიოდზე დარიცხულ მომსახურების საფასურს, არსებული მიმწოდებელი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ახალ მიმწოდებელს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით.
თავი VI. გარდამავალი დებულებები

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/43.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
