---
title: "მუხლი 45. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/45"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "45"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 45. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/45

1. ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, პირველი საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება 2021 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველი საანგარიშო პერიოდისთვის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის ფასს წარმოადგენს „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშსწორების პერიოდში ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ  ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით გადახდილი ფასი.

3. ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან 2033 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით  მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელსაც მიწოდების ხელშეკრულება დადებული აქვს/ჰქონდა საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელთან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 29.04.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 21 აპრილის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/45-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
