---
title: "მუხლი 6. კონკურენციის ხელშეწყობა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/6"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "6"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. კონკურენციის ხელშეწყობა — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/6

1. კომისია, კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას;
ბ) კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების თავიდან აცილებას;
გ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას კანონის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. საცალო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით,  კომისია უფლებამოსილია, კანონისა და ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად, თავისუფალი მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს ენერგეტიკული ბაზრის ყველა მონაწილისთვის იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება ბაზრის კონკრეტულ მონაწილეებთან ან/და მათ მიერ დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

3. კომისია აქვეყნებს და საჭიროებისამებრ განაახლებს ამ წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ კომისიისათვის წარდგენილ ინფორმაციას, გარდა ბაზრის კონკრეტულ მონაწილეებთან ან/და მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.
თავი II . მიწოდების წესები

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/7.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
