---
title: "მუხლი 7. აჭარის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4966292-acharis-avtonomiuri-respublikis-jildoebisa-da-sapatio-wodebebis-shesak/7"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4966292"
adopted: "2020-08-18"
consolidated_as_of: "2020-08-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. აჭარის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

> Text consolidated as of 2020-08-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-08-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4966292-acharis-avtonomiuri-respublikis-jildoebisa-da-sapatio-wodebebis-shesak/7

ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები 1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსთან და  საპატიო წოდებასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით:
ა) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენისათვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;
ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენისათვის – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენისათვის – 3 000 (სამი ათასი) ლარი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლისათვის – 2 000 (ორი ათასი) ლარი;
ე) საპატიო წოდებისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და საპატიო წოდებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა შესაბამისი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4966292-acharis-avtonomiuri-respublikis-jildoebisa-da-sapatio-wodebebis-shesak/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4966292-acharis-avtonomiuri-respublikis-jildoebisa-da-sapatio-wodebebis-shesak/8.md
