---
title: "მუხლი 101. გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/101"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "101"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 101. გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 101 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/101

1. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია ქონების რეალიზაციისთვის კანონით დადგენილი ნებისმიერი ფორმით, ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის ფორმის შერჩევისას გაკოტრების მმართველმა უნდა განახორციელოს მისი იმ გზით რეალიზაცია, რომლიდანაც უფრო მეტი თანხის ამოღებაა მოსალოდნელი.

3. გაკოტრების მმართველი ქონების რეალიზაციის ფორმის შერჩევის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს ამ კანონით დადგენილი წესით, მის რეალიზაციამდე არაუგვიანეს 10 დღისა. კრედიტორი უფლებამოსილია აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში გაკოტრების მმართველს შესთავაზოს ქონების რეალიზაციის ალტერნატიული ფორმა, რომელიც კრედიტორთა ერთობლიობისთვის უფრო მოგებიანი იქნება. ქონების რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/100.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/102.md
