---
title: "მუხლი 105. უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესი — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/105"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "105"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 105. უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესი — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 105 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/105

1. პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მიმართოს უზრუნველყოფილი ქონების იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზით რეალიზაციის მოთხოვნით. გაკოტრების მმართველი უზრუნველყოფს აღნიშნული ქონების რეალიზაციას პირველი რიგის იპოთეკარის/მოგირავნის მოთხოვნის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში მისი რეალიზაციით ამონაგები თანხა პირველი რიგის კრედიტორის მოთხოვნას აღემატება, ნამეტი თანხით დაკმაყოფილდება ამავე ნივთზე რეგისტრირებული ყოველი მომდევნო რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო დარჩენილი თანხა გადახდისუუნარობის მასაში მიიმართება.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზაციით ამონაგები თანხით დაკმაყოფილება უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად განხორციელდება.

4. იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც ვერ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის ამ მუხლის შესაბამისად რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი აისახება არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 1
1
ნაწილის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/104.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/106.md
