---
title: "მუხლი 107. გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/107"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "107"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107. გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 107 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/107

1. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია სასამართლოში შეიტანოს განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

2. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნის შესახებ გაკოტრების მმართველის განცხადებასთან ერთად, ამ კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, აგრეთვე წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადების შეტანის თარიღის მდგომარეობით გაკოტრების რეჟიმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გაკოტრების მმართველის დანიშვნის თარიღი, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით განცხადების შეტანა;
გ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც, გაკოტრების მმართველის აზრით, სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსიის საკითხის გადაწყვეტაში ხელს შეუწყობს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისთვის ამ კანონით დადგენილი პროცედურებით, მათ შორის, წყვეტს მორატორიუმთან დაკავშირებულ საკითხებს.
თავი XI
სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/108.md
