---
title: "მუხლი 109. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/109"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "109"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 109 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/109

1. მოვალეს სპეციალური რეჟიმის სტატუსს ანიჭებს სასამართლო საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭება დასაშვებია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

2. მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭებისას სასამართლო აფასებს სახელმწიფო ინტერესისთვის ან/და საზოგადოებრივი ინტერესისთვის არსებითი ზიანის მიყენების რისკებს, რომლებიც შეიძლება მოვალის საქმიანობის შეჩერებამ/შეწყვეტამ ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელებამ გამოიწვიოს.

3. სასამართლო მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას 5 დღის ვადაში განიხილავს და გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას.

4. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ გარემოებები, რომლებიც  მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭების შესახებ განჩინების გამოტანის საფუძველი გახდა, აღარ არსებობს, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის ინიციატივით, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს, მოვალეს მოუხსნას სპეციალური რეჟიმის სტატუსი. მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მოხსნამდე სასამართლო მოუსმენს იმ პირს, რომლის განცხადების საფუძველზედაც მოვალეს სპეციალური რეჟიმის სტატუსი მიენიჭა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/108.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/110.md
