---
title: "მუხლი 110. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/110"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "110"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 110. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 110 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/110

1. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაცია ხორციელდება ერთიანი კომპლექსის სახით ან სხვა ფორმით, რომელიც მისი საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას ხელს არ უშლის.

2. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენის საქმიანობის პროფილის შეცვლა დაუშვებელია. ამ ქონების შემძენი იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც გაკოტრებული მოვალე ახორციელებდა.

3. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაციისას დაადგინოს სხვა პირობები, რომელთა მიზანია მოვალის საქმიანობის პროფილის შენარჩუნების უზრუნველყოფა. ამის შესახებ უნდა მიეთითოს აღნიშნული ქონების რეალიზაციამდე, მისი პოტენციური შემძენისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
თავი XII
საერთაშორისო გადახდისუუნარობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/109.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/111.md
