---
title: "მუხლი 114. კრედიტორის უფლებების განხორციელება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/114"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "114"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114. კრედიტორის უფლებების განხორციელება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 114 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/114

1. კრედიტორი უფლებამოსილია ერთი მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნები სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოებებში ერთდროულად დაარეგისტრიროს/დაადგინოს.

2. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია მის წარმოებაში არსებულ გადახდისუუნარობის საქმეზე კრედიტორთა რეესტრში აღრიცხული მოთხოვნა დაარეგისტრიროს აგრეთვე იმავე მოვალის მიმართ უცხო ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის ფარგლებში, თუ ამას ითვალისწინებს აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობა. კრედიტორი უფლებამოსილია თავიდანვე თქვას უარი ამგვარ რეგისტრაციაზე ან მოგვიანებით გაიხმოს იგი.

3. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია კრედიტორის სახელით ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უცხო ქვეყანაში დარეგისტრირებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ თავად კრედიტორი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/113.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/115.md
