---
title: "მუხლი 115. კრედიტორის მიერ მიღებულის დაბრუნების ვალდებულება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/115"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "115"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 115. კრედიტორის მიერ მიღებულის დაბრუნების ვალდებულება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 115 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/115

1. თუ საქართველოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მონაწილე კრედიტორი თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულების გადახდისუუნარობის მასის იმ აქტივების ხარჯზე განხორციელებით, რომლებიც საქართველოში არ მდებარეობს, აგრეთვე მოვალის მიერ გადახდით ან სხვაგვარად სარგებელს მიიღებს, მან მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა გადასცეს ის, რაც მიიღო. ამ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ.

2. საქართველოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მონაწილე კრედიტორი ვალდებულია მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მის მიერ ნებისმიერი სახის დაკმაყოფილების მიღების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/114.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/116.md
