---
title: "მუხლი 116. უცხო ქვეყანაში გახსნილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/116"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "116"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2024-06-27"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 116. უცხო ქვეყანაში გახსნილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 116 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/116

1. უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას ან/და კრედიტორებს ეხება, ცნობილი უნდა იქნეს საქართველოს მიერ უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისთვის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. გარდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი საფუძვლებისა, უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა დაუშვებელია, თუ მისი ცნობის შედეგი აშკარად გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფუნდამენტური მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო იქნება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/115.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/117.md
