---
title: "მუხლი 120. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/120"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "120"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 120. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 120 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/120

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილეები, რომლებსაც შესრულებული აქვთ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციები, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებად მიიჩნევიან და მათ აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი პირები განახორციელებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის უფლებამოსილებებს, თუ დააკმაყოფილებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/119.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/121.md
