---
title: "მუხლი 15. ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/15"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/15

1. მოვალის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში),  გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას გამოყენებულ საქმიან დოკუმენტში, რომელიც გაცემულია მოვალის ან მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ ან მისი სახელით, მითითებული უნდა იყოს, რომ მოვალე იმყოფება გადახდისუუნარობის შესაბამის რეჟიმში, აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს ინფორმაცია მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ვინაობის შესახებ (მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფორმის სტანდარტულ დოკუმენტზე, რომელში ცვლილების შეტანის უფლებამოსილებაც მოვალეს არ აქვს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/16.md
