---
title: "მუხლი 16. მოვალის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენის ვალდებულება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/16"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. მოვალის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენის ვალდებულება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/16

1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა სასამართლოს უნდა წარუდგინონ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის გადახდისუუნარობის დადგომის მომენტად მიიჩნევა მომენტი, როდესაც შესაბამისმა პირებმა იცოდნენ ან მათ უნდა სცოდნოდათ, რომ, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოვალე გადახდისუუნაროა.

3. ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული ცვლილება, რომელიც ეხება მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებს ან ამ კანონით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, საჭიროებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას, რასაც დაუყოვნებლივ, ასეთი ცვლილების განხორციელების საფუძვლის წარმოშობისთანავე უზრუნველყოფს მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/17.md
