---
title: "მუხლი 18. განმცხადებლის პასუხისმგებლობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/18"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. განმცხადებლის პასუხისმგებლობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/18

1. თუ სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავიდანვე არ ყოფილა გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, სასამართლო განმცხადებელს დააკისრებს პროცესის ხარჯებს, გარდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მომსახურების ხარჯისა,  რომლის ანაზღაურება მოვალეს დაეკისრება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით განმცხადებელს დააკისროს შესაბამისი განცხადების შეტანით მოვალისთვის ან/და კრედიტორისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) განცხადება შეტანილ იქნა განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად;
ბ) მოვალის მიერ განცხადების შეტანის მიზანია კრედიტორისთვის მის მიმართ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებაში ხელის შეშლა;
გ) განცხადების შეტანის მიზანია მორატორიუმის ბოროტად გამოყენება ან კრედიტორის, მოვალის ან მესამე პირის უფლებების სხვაგვარად დარღვევა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/19.md
